21:27 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-07 12:33:22, 1181 ნახვა

რეგიონი
DMO - სამცხე-ჯავახეთი ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაში WTM London 2023 იღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, სამცხე-ჯავახეთის სტენდზე ვიზიტორებს საშუალება აქვთ, გაეცნონ რეგიონის ტურისტულ მიმართულებებს და ტურისტულ პროდუქტებს.

დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან, ბლოგერებთან და ტურისტულ კომპანიებთან.

„საქართველოსთვის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის ძალიან დიდი წარმატებაა ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობის მიღება. გამოფენამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რადგან გვქონდა უკვე პირველი დღისთვის საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები, ძალიან დიდი ინტერესია ჩვენი რეგიონის მიმართ და მაქსიმალურად ვცდილობთ წარვუდგინოთ სამცხე-ჯავახეთი დაინტერესებულ პირებს“,- განაცხადა სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით მუმლაძემ. 

საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მოწყობილ საქართველოს სტენდზე სამცხე-ჯავახეთის გარდა,  საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, სამეგრელოს, იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები, 20-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმროს ქსელია წარმოდგენილი. 

WTM London 2023 გამოფენაში 185-ზე მეტი ქვეყნის 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. გამოფენას ტურიზმის სფეროს 35 ათასზე მეტი პროფესიონალი ესწრება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics