2022-05-20 11:23:43, 2155 ნახვა
სხვადასხვა
ზელენსკი Time-ის 4 მილიონამდე მკითხველმა წლის ადამიანად დაასახელა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალ Time-ის მკითხველებმა 2022 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელეს. Time წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების საბოლოო სიას 23 მაისს გამოაქვეყნებს.
:"როდესაც თებერვალში რუსულმა ჯარებმა დაიწყეს სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, ზელენსკიმ, რომელსაც 2019 წელს უკრაინის პრეზიდენტად არჩევამდე პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნდა, გამოვიდა მსოფლიო ასპარეზზე და შეკრიბა ლიდერები უკრაინის მხარდასაჭერად." - ნათქვამია სარედაქციო სტატიაში.
ზელენსკიმ 3,3 მილიონზე მეტი ხმა მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზეა Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი, რომელიც 2021 წელს წლის ადამიანად დასახელდა. მესამე ადგილი - დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,