|
2022-04-06 22:47:58, 1968 ნახვა
სხვადასხვა
ამერიკელთა რიცხვმა, რომლებიც რუსეთს მტრად მიიჩნევენ, უკრაინაში ომის დაწყებიდან 70%-ს მიაღწია
Pew Center-ის ახალი კვლევის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ამერიკელების დამოკიდებულება რუსეთის მიმართ მკვეთრად შეიცვალა. იანვარში ამერიკელთა 41%-მა რუსეთი შეერთებული შტატების მტრად მიიჩნია, მარტში კი ციფრი 70%-მდე ავიდა. ზოგადად, გამოკითხულთა 92%-ს რუსეთის მიმართ ცუდი დამოკიდებულება აქვს. 2020 წელს მხოლოდ 83%-მა უპასუხა ასე. ამერიკელთა მხოლოდ 6% ენდობა ვლადიმერ პუტინს. 72% კი უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის ენდობა. და თუ ადრე რუსეთისადმი დამოკიდებულება ნაწილობრივ განისაზღვრებოდა რესპონდენტთა პოლიტიკური შეხედულებებით - რესპუბლიკელები უფრო მეტად იყვნენ მიდრეკილნი რუსეთისადმი თანაგრძნობისკენ, ვიდრე დემოკრატები - ახლა ასეთი განსხვავება პრაქტიკულად არ არსებობს. ორივე მხარის მხარდამჭერები თითქმის ერთნაირად ცუდად ექცევიან რუსეთს. გამოკითხვა 21-დან 27 მარტის ჩათვლით ჩატარდა და მასში 3581 რესპონდენტი იყო მორთული.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)