17:28 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-01 00:59:03, 682 ნახვა

გიგა ბოკერია - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი გეგმა ერთიან მაჟორიტარებზე სწორი გადაწყვეტილება იყო

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი გეგმა ერთიან მაჟორიტარებზე სწორი გადაწყვეტილება იყო“, - ამის შესახებ პარტია „ევროპულმა საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს გეგმა უფრო მეტ შედეგს გამოიღებდა, რომ არა სააკაშვილისა და მისი გარემოცვის უპასუხისმგებლო საქციელი.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა როგორი სწორი იყო ჩვენი გეგმა ერთიან მაჟორიტარებზე შეჯერებისა და რამდენად უპასუხისმგებლო იყო სააკაშვილისა და მისი გარემოცვისგან ამის ჩაშლა, როგორი უგუნურება იყო ზოგიერთი სხვა ოპოზიციური პარტიისგან ამაში არმონაწილეობა. მაგრამ, ეს არის წარსული, საიდანაც დასკვნა უნდა გამოვიტანოთ.

ახლა უნდა გავაფორმოთ ის გადაწყვეტილება, რაც ქვეყანაში მიიღო საზოგადოებამ, რომ არ მისცა მანდატი ივანიშვილის ხელისუფლებას. ეს უნდა გავაფორმოთ მეორე ტურებში, მიუხედავად ამ აბსოლუტურად არანორმალური საარჩევნო გარემოსი - მოსყიდვა, ძალადობა და დაშინება საერთო ჯამში იყო და არის ივანიშვილის რეჟიმის ხელწერა“, - განაცხადა ბოკეირამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics