10:18 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-01 14:31:34, 6882 ნახვა

სამხედრო
ღარიბაშვილი: დღეიდან სამხედრო მოსამსახურეები სრულიად განახლებული ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტით ისარგებლებენ

"დღეიდან სამხედრო მოსამსახურეები ჯანმრთელობის დაზღვევის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პაკეტით ისარგებლებენ", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში ორხევის საავტომობილო ბაზის მონახულებისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ახალი სადაზღვევო პაკეტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურების პირობები. სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ექნებათ ანაზღაურების გაზრდილი ლიმიტითა და მრავალფეროვანი სერვისით ნებისმიერ პროვაიდერ კლინიკაში სამედიცინო მომსახურება მიიღონ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ჯარისკაცზე ორიენტირებული განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვას გულისხმობს, არსებითად გააუმჯობესა ჯანმრთელობის დაზღვევის პირობები.

"წინა სადაზღვევო პაკეტთან შედარებით არსებულ პაკეტს დაემატა სტომატოლოგიური, ონკოლოგიური და კარდიოქირურგიული მომსახურების ქველიმიტები, გაუმჯობესდა გამონაკლის შემთხვევებში არსებული სამედიცინო მომსახურების პირობები. განახლებული პაკეტის ფარგლებში გაიზარდა მომსახურე აფთიაქების, მედიკამენტების ლიმიტებისა და ასევე დაფინანსების ლიმიტების რაოდენობა, მათ შორის, სამშობიარო, გეგმიურ-ამბულატორიულსა და გეგმიურ სტაციონალურ მომსახურებაზე.

თავდაცვის სამინისტრო კვლავ გააგრძელებს ძალისხმევას, რომ ჩვენი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის შეიქმნას ღირსეული პირობები და ყველა დაწყებული რეფორმა სრულად განხორციელდეს", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics