16:57 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-28 12:55:34, 708 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ საუკეთესო ინტერნეტ და მობაილბანკის მომსახურებისთვის რამდენიმე ჯილდო მიიღო

ჟურნალმა Global Finance „თიბისი ბანკის“ ინტერნეტბანკი, ზედიზედ მეოთხედ დაასახელა საქართველოში წლის საუკეთესო სერვისად ფიზიკური პირებისა და კორპორატიული სეგმენტისთვის. 

ამ წარმატებასთან ერთად, თიბისის ინტერნეტბანკმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა აღიარება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მასშტაბით. თიბისის SMS სერვისი საუკეთესოდ დასახელდა რეგიონში, ხოლო იურიდიული პირების ინტერნეტბანკი აღიარეს როგორც რეგიონში წლის საუკეთესო ინტეგრირებული გვერდი.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით: ინტერნეტ და მობაილ სერვისების მომხმარებლების მოზიდვა და მომსახურების ხარისხი, მომხმარებლების გააქტიურება და მათი რაოდენობის ზრდა, ელექტრონული შეთავაზებებით სარგებლობის სტიმულირება, შეთავაზებული სერვისების მრავალფერობნება, ელექტრონული სერვისებით სარგებლობისას მიღებული უპირატესობა და, რა თქმა უნდა, ინტერნეტ და მობაილ სერვისების დიზაინი და ფუნქციონალი. გამარჯვებულები შეაფასა Infosys-მა, რომელიც მსოფლიო ლიდერია საკონსულტაციო მომსახურებასა და ტექნოლოგიებში. ხოლო პირველი რაუნდის საბოლოო გამარჯვებულები გამოავლინეს Global Finance-ის რედაქტორებმა.

„თიბისის ინტერნეტ და მობაილ ბანკი ქართველ მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიო კლასის მომსახურებას და საამაყოა, რომ ჩვენ უკვე მეოთხედ მოვიპოვეთ ამ სფეროში საერთაშორისო მასშტაბის აღიარება. ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თიბისი ბანკი ლიდერია ინტერნეტ და მობაილბანკის მომსახურებაში საქართველოსა და რეგიონში“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. 

ჟურნალი Global Finance უკვე მეთექვსმეტე წელია  ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ონლაინ ბანკებს. დეტალური ინფორმაცია პირველი რაუნდის გამარჯვებულების შესახებ სექტემბრის გამოცემაში გამოქვეყნდება.  საბოლოო რეგიონული და მსოფლიო გამარჯვებულები, ასევე, გლობალური ქვეკატეგორიის გამარჯვებულები, გამოვლინდებიან 27 ოქტომბერს, Global Finance-ის საუკეთესო ონლაინ ბანკების დაჯილდოვებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე ლონდონში.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics