01:25 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-21 16:00:00, 6378 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტის ქართველ კურსანტებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქუანტიკოში, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის განათლების სარდლობასა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტს ესტუმრა.

ირაკლი ღარიაბაშვილმა ის ქართველი ოფიცრები მოინახულა, რომლებიც აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტში სამეთაურო-საშტაბო და მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსებს გადიან. თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამხედროებს წარმატება უსურვა და აშშ-ის სამხედრო სასწავლებელში განათლების მიღების მნიშვნელობას გაუხვა ხაზი.

მანამდე კი, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის განათლების სარდლობისა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტის მეთაურს, ბრიგადის გენერალს ჯეი ბარგერონს შეხვდა, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილს საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტის მიზნების, პრიორიტეტების, ამოცანებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა აშშ-საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მიმდინარეობასა და ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში საქართველოს კონტრიბუციაზე.

ამერიკელ გენერალთან საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებულ 27-წლიან წარმატებულ თანამშრომლობას და ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ უსაფრთხოების სფეროში სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობას, რომელსაც ხელს თავდაცვის მინისტრი პენტაგონში მოაწერს.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics