|
2015-07-20 16:35:40, 541 ნახვა
ეკონომიკა
ენერგეტიკის სამინისტრო: აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას საფრთხე არ ემუქრება
ენერგეტიკის სამინისტრო მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობკომპანიების დაჯარიმების მიზეზით შესაძლოა ქვეყანას აზერბაიჯანიდან გაზმომარაგების პრობლემა შეექმნას. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს სინამდვილეს ცალსახად არ შეესაბამება. „ამასთან დაკავშირებით კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მრავალწლიანი სტრატეგიული თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში გრძელდება და არანაირი საფრთხე ამ ურთიერთთანამშრომლმობას არ ემუქრება, რასაც ადასტურებს სახელმწიფო კომპანიებს შორის გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებები გაზმომარეგების სფეროში. უფრო მეტიც, აზერბაიჯანულ და ქართულ მხარეებს შორის სისტემატიურად იმართება სამუშაო შეხვედრები სადაც, განიხილება როგორც ადგილობრივ ბაზრის მოთხოვნების სრულად და სტაბილურად მომარაგების, აგრეთვე მსხვილ რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტებში პარტნიორობის საკითხები“, - ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)