2015-07-10 09:39:17, 698 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.2468 ლარის ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი 2.2468 ლარის ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.2461 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს 2.4787 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.4752 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან