12:12 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-09 12:28:06, 559 ნახვა

ეკონომიკა
ხადური: ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტში პარლამენტის შენიშვნები გათვალისწინებულია

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტში პარლამენტის შენიშვნები გათვალისწინებულია.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კორექტირებულ ვარიანტში სიახლე ტექსტობრივი რეგულაციებია.

„ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი წინადადება. საქართველოს მთავრობამ მოიწონა, პარლამენტმა განიხილა და შენიშვნები გადმოგვიგზავნა. მინდა საიდუმლო გაგიმხილოთ და გითხრათ, რომ  საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტის ახალი ვარიანტი უკვე განიხილა. იქ არ არის მაკროპარამეტრები შეცვლილი. კორექტირებულ ვარიანტს ხვალ ან ზეგ გადავუგზავნით პარლამენტს.  ახალი არის ის, რომ ტექსტობრივი რეგულაციებია შეცვლილი. მათ შორის გათვალისწინებულია პარლამენტის წევრების შენიშვნები“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics