|
2015-06-30 17:51:32, 1270 ნახვა
ეკონომიკა
თანამედროვე ონკოლოგიის მიღწევა – „ავერსმა“ ახალი პრეპარატი შემოიტანა
„ავერსმა“ საქართველოში დარეგისტრირებული, ახალი ონკოლოგიური პრეპარატის, „რიგვირის“ პრეზენტაცია გამართა. პრეპარატი ლატვიაში 2008 წლიდანაა ხელმისაწვდომი და რამდენიმე ათას პაციენტზე წარმატებითაა გამოცდილი. აღნიშნულ პრეზენტაციას ესწრებოდა ლატვიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ივარს კალვინსი, რომელიც 2015 წელს ევროპის საუკეთესო გამომგონებლად დასახელდა. მისი თქმით, საქართველო ლატვიის მიერ სპეციალურად იქნა შერჩეული, ქვეყანაში არსებული არაკორუმპირებული ჯანდაცვის სისტემის გამო. კალვინსმა პრეპარატის მოქმედებასა და მის დადებით თვისებებზე ისაუბრა, მისი თქმით, „რიგვირი“ არაგენმოდიფიცირებული, უსაფრთხო პრეპარატია, რომელსაც გვერდითი ეფექტები არ აქვს და აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს. ლატვიელი პროფესორის თქმით, პრეპარატს შეუძლია მიაგნოს კიბოს უჯრედებს, შეაღწიოს მათში და გაანადგუროს ისინი. პრეპარატის შესახებ ისაუბრა დერმატოლოგმა ლალი მეკოკიშვილმაც. მან აღნიშნა, რომ საქართველოში მელანომითა და კანის კიბოთი დაავადებული ადამიანების რიცხვი მატულობს, „რიგვირის“ გამოყენება კი მელანომას მეტასტაზირების პრევენცირებას უზრუნველყოფს. „რიგვირის“ შეძენა ქართველი მომხმარებლისთვის უკვე შესაძლებელია აღმაშენებლის 148 ნომერში, „ავერსის“ აფთიაქში. ერთი ფლაკონის ღირებულება 1050 ლარს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)