2015-06-30 17:32:41, 755 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი ხვალ 2.2465 ლარი ეღირება
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარი ხვალ 2.2465 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.2483 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარის მასთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. 1 ევრო ხვალ 2.5116 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.4992 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0124 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან