01:04 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 17:00:24, 653 ნახვა

ეკონომიკა
მეჭიაური: საზედამხედველო ფუნქცია ეროვნულ ბანკში რჩება, მაგრამ მასზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გავლენა ნომინალური იქნება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა არ ხდება, თუმცა მასზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გავლენა ნომინალური იქნება.

ამის შესახებ მეჭიაურმა 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

„ჩვენ არსად არ გვითქვამს, რომ ეროვნული ბანკიდან გაგვაქვს ეს ფუნქცია, აქ უბრალოდ იმიჯნება ეს ორი ფუნქცია, ერთი მონეტარული და მეორე ფინანსური ზედამხედველობის, რომელიც იყო მთლიანად ისევ ეროვნულ ბანკში, მაგრამ უშუალოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაქვემდებარებაში, ახლაც რჩება ფინანსური ზედამხედველობა ისევ ბანკში, მაგრამ მასზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გავლენა ხდება ნომინალური და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ბანკი აღარ იქნება ბანკთა ბანკი“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საპროცედურო საკითხთა და წესების, საფინასო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.

"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა და მისმა პირველმა მოადგილემ ნოდარ ებანოიძემ მოამზადეს, 2015 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოს ეროვნულ ბანკთან იქმნება სსიპ - საქართველოს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება: საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics