|
2015-06-24 17:59:38, 602 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში, ჰიდროგრაფიული კომისიების კონფერენცია ჩატარდება
საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის, ხმელთაშუა და შავი ზღვების ჰიდროგრაფიული კომისიების რიგით მე-19 კონფერენცია, საქართველოში პირველად, ბათუმში ჩატარდება. კონფერენციას კოორდინირებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური გაუწევს. ფორუმს, საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის მაღალჩინოსნებთან და საქართველოს სამთავრობო უწყებებთან ერთად, სახვადასხვა წამყვანი ქვეყნის 60 დელეგატი დაესწრება. კონფერენციაზე განიხილება საკითხები ზღვებსა და ოკეანეებში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხის ამაღლებასთან, ასევე საზღვაო სანავიგაციო რუქების წარმოებასთან და ზონების ლიმიტაციასთან (სწორი გადანაწილება) დაკავშირებით. როგორც სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურში აცხადებენ, კონფერენცია მნიშვნელოვანია, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. ,,აღნიშნულ კონფერენციას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი ქვეყნისთვის, რადგან უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფა, მჭიდრო კავშირშია, როგორც ტექნიკურ უსაფრთხოებასთან, ისე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან“, -აცხადებენ, ჰიდროგრაფიული სამსახურში
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)