01:05 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 10:42:57, 586 ნახვა

ეკონომიკა
შსს-ს ბიუჯეტი 15 მილიონი ლარით შეუმცირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 15 მილიონი ლარით შეუმცირდა. 

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„15 მილიონზეა საუბარი. იყო უფრო მეტ თანხებზე საუბარი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ იყოფა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაღაც ხარჯები დასჭირდება-მოგეხსენებათ უნდა შეიქმნას  მეორე სამხსახური, უსაფრთხოების სამსახურში იგივე კადრებია საჭირო და ა.შ. აქედან გამომდინარე, სჭირდება ამას თანხები. ავიაციას ყველაზე დიდი თანხები სჭირდება. შემცირებით თანხები შემცირდება. იყო საუბარი საწვავზე, სხვადასხვა მიმართულებით,  რასაც შევძლებთ შევამცირებთ. წარმომადგენლობით ხარჯზე იყო საუბარი, მივლინების ხარჯებზე“,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა კორექტირებული ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი წარადგინა.

ბიუჯეტი, მიმდინარე ხარჯების მიმართულებით, დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება, თუმცა ეს კაპიტალურ და სოციალურ ხარჯებს არ შეეხება. თანხის დიდი ნაწილი მიმართული იქნება კაპიტალური პროექტების განხორციელებისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics