22:49 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-15 12:20:26, 546 ნახვა

ეკონომიკა
სადაზღვევო კომპანიებში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

სადაზღვევო სექტორი სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის.

სადაზღვევო კომპანიებში აცხადებენ, რომ ცხელ ხაზზე რამდენიმე ათეული ზარი შევიდა, მათ შორისაა როგორც ავტო, ასევე ბინების დაზღვევა.

როგორ „ჯი პი აიში“ „ექსპრესნიუსს“ განუცხადეს, ზარალის დათვლის პროცესი დაწყებული აქვთ, თუმცა კონკრეტულ ციფრებზე ჯერ ვერ ისაუბრებენ.

„100-მდე ზარი იყო შემოსული ცხელ ხაზზე. ვმუშაობდით იმ დღესაც, გუშინაც და დღესაც ვაგრძელებთ მუშაობას. ვაკის ქარხანაც ჩვენი დაზღვეული იყო, დაწყებული გვაქვს ზარალის დათვლის პროცესი. ძირითადად ეს არის ავტომობილები, როგორც ორგანიზაციების, ასევე ინდივიდუალურად დაზღვეული. ძირითადად არის დატბორვა. ქონების დაზღვევის კუთხით არის ასევე ბინები“, - განაცხადა „ჯი პი აის“ წარმომადგენელმა თინა სტამბოლიშვილმა.

სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან „აისი ჯგუფშიც“. სადაზღვევო კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მათთან სხვადასხვა ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით 20-ზე მეტი ზარი შევიდა. კომპანიებში აცხადებენ, რომ ზარალის ანაზღაურება სრულად მოხდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics