17:34 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-12 17:54:47, 530 ნახვა

ეკონომიკა
იმ ფერმერების საკითხს შეისწავლიან, რომლებიც სახელმწიფოსგან მიწაზე ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას ითხოვენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, შესაბამისი უწყებები  იმ ფერმერების საკითხს შეისწავლიან,  რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან მიწაზე ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას ითხოვენ.
საქმე ეხება რამდენიმე ფერმერს, რომლებიც 2014 წელს კახეთში გვალვის შედეგად დაზარალდნენ და ამ მიზეზით ქონების გადასახადი ვერ გადაიხადეს. მათ დახმარებისთვის პრემიერ-მინისტრს გუშინ მიმართეს.
მთავრობის მეთაურის დავალების საფუძველზე, აღნიშნული საკითხის შესწავლაში,  მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი უკვე ჩაერთო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics