17:03 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 10:38:31, 642 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი: ნავთობის ფასზე დამოკიდებულ ჩვენს ინვესტორ ქვეყნებში, საინვესტიციო მადა აღარაა ისეთი, როგორიც იყო

"ჩვენი ძირითადი ინვესტორი ქვეყნები არიან ის ქვეყნები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ნავთობის ფასზზე. ამიტომ, საინვესტიციო მადა ასეთ ქვეყნებში აღარაა ისეთი, როგორიც იყო მაშინ, როცა ნავთობის ფასი მაღალი იყო",-. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი  კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს პირველ კვარტლაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34%-ით შემცირების კომენტირებისას განუცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმითვე, სტატისტიკურად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის გასაგებად,  კვარტლის კვარტალთან შედარება, ანალიტიკისთვის მნიშვნელოვანი არაა.

"სტატისტიკურად პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის კვარტლის კვარტალთან შედარება არ არის ინდიკატორი, ეს არ არის ანლიტიკისთვის მნიშვნელოვანი. დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს მონაცემებში დინამიკა იქნება სხვანაირი, თუმცა ის, რომ იყოს ცვლილება, ეს გასაკვირი არაა, რადგან ჩვენი ძირითადი ინვესტორი ქვეყნები არიან ის ქვეყნები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ნავთობის ფასზზე. ამიტომ, საინვესტიციო მადა ასეთ ქვეყნებში აღარაა ისეთი, როგორიც იყო მაშინ, როცა ნავთობის ფასი მაღალი იყო. ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას ინვესტიციებზე, ჩვენს გარშემო ყველა ქვეყანაში დევალვაციის ფაქტორი და ა.შ. ამიტომ, დაველოდოთ წლის ბოლოს,  ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა მოვიზიდოთ უფრო მეტი ინვესტიცია და დარწმუნებული ვარ, მაჩვენებლი წლის ბოლოს გაცილებით უფრო უკეთესი იქნება",-განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს კონკრეტული ციფრების შესახებ პროგნოზების გაკეთება რთულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics