2015-06-09 16:52:37, 619 ნახვა
ეკონომიკა
ერთი დოლარი ხვალ 2.2706 ლარი ეღირება
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის გაცვლითი ახალი ოფიციალური კურსით, ხვალ 1 დოლარი 2.2706 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.2826 ლარადაა შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0120 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.1 ევროს ღირებულება ხვალ 2.5549 ლარი იქნება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.5396 ლარს შეადგენს. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0153 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან