18:32 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-08 11:50:08, 603 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: მთავრობა ემიგრანტებისგან საქართველოში გადმორიცხულ თანხებზე არანაირი სანქციების დაწესებას არ აპირებს

„საქართველოს მთავრობა ემიგრანტებისგან ან საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისგან საქართველოში გადმორიცხულ თანხებზე, არანაირი სანქციების დაწესებას არ აპირებს“,-ამის შესახებ  ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური  ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს. 

როგორც ხადური აღნიშნავს, სოციალური  ქსელში გავრცელებული  ცნობები  ემიგრანტების  მიერ საზღვარგარეთიდან  საქართველოში   გადმორიცხულ თანხებთან დაკავშირებით დეზინფორმაციაა. 

„საქართველოს მთავრობა ემიგრანტებისგან ან საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისგან საქართველოში გადმორიცხულ თანხებზე, ფულად გზავნილებზე არანაირი სანქციების დაწესებას არ აპირებს. მსგავსი არასოდეს ყოფილა განხილული ჩვენი ხელისუფლების პირობებში.

დღეს აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობები არის დეზინფორმაცია და სრული სიყალბე.

მეგობრებო, გთხოვთ, ნუ აზიარებთ ამ ყალბ ინფორმაციას და ჩემს კომენტარს, რომელიც 2014 წლის ბოლოს არის ჩაწერილი და

სულ სხვა თემას - ლარის გაცვლით კურსს ეხება. ნუ შეუწყობთ ხელს შეგნებულად დაგეგმილ პროვოკაციას, რომლის მთავარი მიზანიც მოსახლეობის მოტყუებაა!“,-აღნიშნავს ნოდარ ხადური.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics