2015-06-05 17:02:28, 552 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის გაცვლითი ახალი ოფიციალური კურსით, ხვალ 1 დოლარი 2.2937 ლარი ეღირება, დღეს კი მისი შეძენა 2.2966 ლარადაა შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა.
ლარი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. 1 ევროს ღირებულება ხვალ 2.5758 ლარი იქნება, დღეს კი მისი ღირებულება 2.6085 ლარს შეადგენს. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0327 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან