23:23 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 13:16:41, 632 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ საერთაშორისო გადარიცხვების ავტომატური რეჟიმის საუკეთესო ხარისხისთვის, Commerzbank–ის ჯილდო მიიღო

„საქართველოს ბანკმა“, საერთაშორისო გადარიცხვების ავტომატური რეჟიმის (Straight Through Processing (STP)) საუკეთესო ხარისხისთვის, Commerzbank–ის ჯილდოს, STP Award 2014-ის მიღების შესახებ განაცხადა.

„STP ნიშნავს საერთაშორისო გადარიცხვებისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებასა და კორექტულად შევსებას, ისე რომ არ ხდება მათი ხელით დამუშავება. ხსენებული ჯილდოს მიღება, საქართველოს ბანკის მომსახურების მაღალი ხარისხის აღიარებაა და ბანკის მომხმარებლის სწრაფად და ეფექტურად მომსახურებაზე მიუთითებს“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

ცნობისთვის, Commerzbank არის წამყვანი საეართაშორისო კომერციული ბანკი, მისი ფილიალები და წარმომადგენლობები მსოფლიოს 50 ქვეყანაშია განთავსებული. თავის ძირითად საქმიანობას ბანკი გერმანიასა და პოლონეთში ახორციელებს. Commerzbank-ი აფინანსებს გერმანიის მთავრობის საგარეო ვაჭრობის 30%-ს და იგი ლიდერია მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების კუთხით. მსოფლიოს მასშტაბით, Commerzbank-ი 1,100 ფილიალისა და 90 საკონსულტაციო ცენტრის მეშვეობით, ემსახურება 15 მილიონ კერძო, ბიზნეს და კორპორატიულ კლიენტებს, ასევე ინსტიტუციონალურ ინვესტორებს. Commerzbank-ი, რომელიც დაარსდა 1870 წელს, წარმოდგენილია მსოფილოს ყველა ძირითად საფონდო ბირჟაზე. 2014 წელს Commerzbank-ის წლიური შემოსავალი, თითქმის 9 მილიარდი ევრო იყო.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics