16:13 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 13:14:22, 562 ნახვა

ეკონომიკა
ქეთევან ბოჭორიშვილმა სინგაპურის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა სინგაპურის საერთაშორისო მეწარმეობის სააგენტოს დელეგაციის წარმომადგენლები მიიღო, რომლებიც საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქეთევან ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე საერთაშორისო მეწარმეობის სააგენტოს  სტამბულის ფილიალის დირექტორი მაბელ ნეო და  ევროპის მიმართულების ჯგუფის ხელმძღვანელი ანა ჰო იმყოფებოდნენ.

 მხარეებმა ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით   საქართველოსა და სინგაპურს შორის ურთიერთობის გაღრმავებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა“ და სინგაპურის საერთაშორისო მეწარმეობის სააგენტოს შორის ერთობლივი პროგრამები განხორციელდება. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ საქართველოში შედგება სინგაპურის წარმომადგენლობითი ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი ადგილობრივი ბიზნეს-შესაძლებლობების გასაცნობად.

 როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სინგაპურის საერთაშორისო მეწარმეობის სააგენტო ქართულ მხარეს დაეხმარება სინგაპურში საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ექსპორტის ხელშეწყობის საკითხებში. მათ შორის, სურსათის და სასმელების ექსპორტის, აგრეთვე ტურიზმის  მიმართულებით.

სინგაპურის საერთაშორისო მეწარმოების სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს იდენტური პროფილის საჯარო უწყებაა, რომელიც კონცენტრირებულია საგარეო ეკონომიკის მიმართულებაზე და ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას. ამავდროულად, ორიენტირებულია ინვესტორების მოზიდვასა და  ადგილობრივი, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების საშუალებით  კონკურენტუნარიანი კომპანიების ჩამოყალიბებაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics