14:26 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-05 22:39:55, 743 ნახვა

მსოფლიო
ვენესუელეას ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს სასამართლო პროცესი გაიმართა

აშშ-ის სამხედრო ოპერაციის დროს დატყვევებულმა ნიკოლას მადურომ და მისმა ცოლმა ნიუ-იორკში გამართულ სასამართლო სხდომაზე თავი უდანაშაულოდ გამოაცხადეს. ვენესუელას ყოფილმა ლიდერმა, რომელსაც ნიუ-იორკის სასამართლოში იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ, განაცხადა, რომ ის კვლავ ვენესუელას პრეზიდენტია. 

 ნიკოლას მადუროს საქმის  მომდევნო მოსმენა 17 მარტს გაიმართება. დიქტატორმა გირაოს სანაცვლოდ გათავისიფლება  ამ ეტაპზე არ მოითხოვა, მაგრამ ადვოკატმა დააყენა სამედიცინო შემოწმების ჩატარებაზე შუამდგომლობა.

მან პროცესზე გადაცხადა, რომ სილია მადურომ "გატაცებისას" დაზიანებები მიიღო. გავრცელებული ცნობით, სასამართლო დარბაზში თავად ნიკოლას მადუროსაც უჭირდა სკამიდან ადგომა.

92 წლის მოსამართლე ელვინ ჰელერსტეინი, რომელიც მადუროს საქმეს უძღვება. ის არაერთი გახმაურებული საქმის მოსამართლე იყო, მათ შორის დონალდ ტრამპის წინააღმდეგაც.  კერძოდ ის უძღვებოდა საქმეს, რომელიც ეხებოდა დონალდ ტრამპის მიერ თანხის გადახდას პორნოვარსკვლავისთვის დუმილის სანაცვლოდ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics