2025-11-20 08:55:56, 731 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაციაში უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იანვარში გადადგომას გეგმავს
როიტერსს ოთხმა წყარომ განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კელოგმა ადმინისტრაციის დატოვების განზრახვის შესახებ იანვარში განაცხადა. მისი წასვლა თეთრ სახლში უკრაინის ერთ-ერთი წამყვანი მხარდამჭერის დაკარგვას ნიშნავს.
სააგენტოს წყაროების ცნობით, კელოგმა თავად მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რაც გამოწვეული იყო ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსეთზე ზეწოლის „არასაკმარისი გადამწყვეტობით“ გამოწვეული იმედგაცრუებით.
ავტორი: ექსპრესნიუსი,