19:15 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-22 23:00:37, 1720 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის დრონები მოსკოვს უტევენ

უკრაინის დრონები მოსკოვს უტევენ რუსეთის დედაქალაქის მერის სერგეი სობიანინის თქმით, მოსკოვის მიმართულებით ფრენის დროს ჩამოგდებული დრონების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.

მერის თქმით, „ნანგრევების ჩამოვარდნის ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ“.

Telegram-ის არხი Baza, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული უსაფრთხოების ძალებთან, იუწყება, რომ მოსკოვის რეგიონში ნანგრევების ჩამოვარდნის შედეგად ოთხი მანქანა დაზიანდა.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს თვითმფრინავი, რომელიც, სავარაუდოდ, მოსკოვში მრავალსართულიანი შენობების სახურავებზე გადაფრინდა და დრონის თავდასხმის გამო სიმაღლეს იკლებს.

Telegram-ის არხმა „ფრთხილად, მოსკოვი“ იუწყება, რომ მოსკოვის ოლქის ოდინცოვოსა და სერგიევ პოსადის რაიონების, ასევე მოსკოვის რამდენიმე რაიონის მაცხოვრებლებმა აფეთქებების ხმა გაიგეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics