22:58 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-04 11:11:19, 6962 ნახვა

სპორტი
რუს ძიუდოისტთან წაგების შემდეგ, გურამ თუშიშვილი ვლადიკავკაზში ჩავიდა და ტასოევს მასზე გამარჯვება მიულოცა

19 ივნისს, ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 100 კგ-ზე მეტ წონით კატეგორიაში რუსმა ძიუდოისტმა ინალ ტასოევმა ფინალში ქართველი სპორტსმენი გურამ თუშიშვილი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ტასოევი 2 ივლისს ჩრდილოეთ ოსეთში დაბრუნდა, სადაც მას აეროპორტში გულშემატკივრები და ოფიციალური პირები დახვდნენ. მოგვიანებით, მისი პატივსაცემად ვლადიკავკაზის რესტორან „ტორნეში“ ღონისძიება გაიმართა.

როგორც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, ფინალში მისი მეტოქე, გურამ თუშიშვილიც ვლადიკავკაზში ჩავიდა. გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ ჭრიან ტასოევი და თუშიშვილი ოქროს მედლის გამოსახულებით ნამცხვარს და სიმბოლურად ანაწილებენ მას. „ეს სპორტული ძმობაა“, - წერს Judo News Online.

ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებამ ინალ ტასოევს ვლადიკავკაზში სამოთახიანი ბინა გადასცა. ცერემონიას ასევე ესწრებოდა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კონსტანტინ ჯუსოევი.

აღსანიშნავია, რომ რუსი ძიუდოისტები ტურნირებში ინდივიდუალურად ნეიტრალურ სპორტსმენებად ასპარეზობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics