13:36 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-25 14:17:26, 1190 ნახვა

სამხედრო
რუსეთის ჯარებმა ლვოვის რეგიონში სადგური დაბომბეს

სარაკეტო დარტყმის შედეგად, აფეთქება მოხდა ლვოვში კრასნოიეს სარკინიგზო სადგურის წევის ქვესადგურზე, - ამის შესახებ, განაცხადა ლვოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ.

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურული დანაყოფები მუშაობენ, ხანძრის ლოკალიზება ამ დროისთვის მიმდინარეობს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება“, - წერს ის.

მისი თქმით, რაკეტები უკრაინის დასავლეთისკენ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით გაფრინდნენ, რუსეთის ჯარებმა ისინი სტრატეგიული თვითმფრინავებიდან ისროლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალების ნაწილებმა ლვოვის რაიონის ტერიტორიაზე ერთი რაკეტა გაანადგურეს.

25 აპრილის დილით, უკრაინის რკინიგზის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კამიშინმა განაცხადა, რომ ცენტრალურ და დასავლეთ უკრაინაში 5 რკინიგზის სადგურს ცეცხლი გაუხსნეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დილის ანგარიშში რკინიგზაზე დაბომბვის შესახებ არ იტყობინება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics