09:42 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-23 23:13:05, 4057 ნახვა

სპორტი
საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის მფლობელი ილია კოკაია მწვერვალზე ასვლისას დაიღუპა

საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ პრეზიდენტი და დამფუძნებელი ილია კოკაია ტრაგიკულად დაიღუპა.

ტრაგიკული შემთხვევა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 3493 მეტრზე მდებარე დედაენას მწვერვალზე ლაშქრობისას მოხდა. ის გამოცდილი მთამსვლელი იყო, რომელსაც ბევრი ცნობილი მწვერვალი აქვს დალაშქრული და საქართველოს დროშა აღუმართავს. კოკაია ლაშქრობისას მძიმედ დაშავდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენაც ვერ მოხერხდა.

ილია კოკაიამ საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ 2004 წლის 18 ივნისს სააქციო საზოგადოება „გ. ნიკოლაძის სახელობის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციონერთა ინიციატივით დააფუძნა და იმავე წელს გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში გადავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics