|
2021-08-19 10:59:15, 1949 ნახვა
სამხედრო
მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში დამატებითი ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა
საქართველოს თავდაცვის ძალებში მასობრივი იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ახლადგარემონტებულ ლაზარეთში ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა. დამატებითი პუნქტის გახსნის საჭიროება დღის წესრიგში ბრიგადის პირადი შემადგენლობის მაღალი მიმართვიანობის შესაბამისად დადგა. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, სამხედროებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება სამუშაო ადგილის შესაბამისად შეუძლიათ. თავდაცვის ძალებში გახსნილი დამატებითი ვაქცინაციის კაბინეტები მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება სამხედრო მოსამსახურეებს. ასევე, ვაქცინაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გორსა და ქუთაისში მდებარე თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალსა და სამედიცინო ცენტრში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)