03:58 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-07 11:25:26, 1911 ნახვა

სამხედრო
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსი დასრულდა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსის პირველი გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მთავარმა სერჟანტმა მეთიუს მარკსმა მიულოცეს.

უწყების ინფორმაციით, მათ სიტყვით გამოსვლისას კურსის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სამხედრო მოსამსახურეებს წარმატება უსურვეს.

„საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსის დახურვის ცერემონიალს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი დაესწრო. ღონისძიების დაწყებამდე ამერიკელი გენერალი კურსის საჩვენებელ სწავლებას გაეცნო, რომლის ფარგლებშიც სამხედრო მოსამსახურეებმა საცეცხლე მომზადების, დაბრკოლებების გადალახვის, პირველადი დახმარებისა და სხვა სახის სავარჯიშოები შეასრულეს.

საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსი 51 სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა, რომლებსაც სერტიფიკატები გადასცეს. პირველი დრონის ლიდერების კურსი საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, აშშ-ის ეროვნული გვარდიის სამეთაურო რგოლის ხელშეწყობით ჩამოყალიბდა. საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსი 21 დღის განმავლობაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში მიმდინარეობდა. სწავლება საცეცხლე მომზადებას, დაბრკოლებების ზოლის გადალახვას, პირველად სამედიცინო დახმარებას, სამხედრო ტოპოგრაფიას, კავშირგაბმულობას, ქვედანაყოფის მართვის პროცედურებსა და ლიდერობის უნარჩვევების გამომუშავებას მოიცავდა“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics