09:58 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-14 14:47:15, 1553 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის ძალებში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოსამსახურეების COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები აიცრნენ.

თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების პერსონალის ვაქცინაცია გორში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალსა და ქუთაისის სამედიცინო ცენტრში ეროვნული გეგმისა და შიდაუწყებრივი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. დამატებით განხორციელდა საერთაშორისო მისიებსა და საერთაშორისო სწავლებებში მონაწილე პირადი შემადგენლობის ვაქცინაცია. ამჟამად უკვე ვაქცინირებულია თავდაცვის სამინისტროს პერსონალის 17%.

საყოველთაო ვაქცინაციიდან გამომდინარე, თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტისა და სამხედრო ჰოსპიტალის ზედამხედველობით, ვაქცინაციისთვის დამატებითი ლოკაციები შეიქმნება. სურვილის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს თანამშრომელთა ოჯახის წევრების ვაქცინაციას შესაბამის ლოკაციებზე უსაფრთხოებისა და ვაქცინაციის წესების შესაბამისად. აღნიშნული პროცესი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინაციითა და თანამშრომლობით მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics