|
2021-06-02 13:02:53, 1033 ნახვა
სამხედრო
ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივ ცენტრს დაარსებიდან ხუთი წელი შეუსრულდა
ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაარსებიდან ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები, ასევე ცენტრის, აშშ-ის არმიისა და საზღვაო ქვეითთა პირადი შემადგენლობა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ლელა ჩიქოვანმა და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა JTEC-ის პირად შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და ხუთი წლის იუბილე პირადად მიულოცეს. ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ და მადლობა გამოეცხადათ. მოწვეული სტუმრებისათვის ცენტრში არსებული ტექნიკის, აღჭურვილობის, ახალი ვირტუალური და საველე სისტემების გამოფენაც მოეწყო. ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე, 2014 წელს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში შეიქმნა. JTEC ყველა დონის საველე სიმულაციურ და ვირტუალურ სწავლებას, როგორც სარდლობისა და ბრიგადებისთვის, ასევე ბატალიონის, ასეულისა და ოცეულისთვის უზრუნველყოფს. სასწავლო ცენტრის ინიციატივის განხორციელებაში ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, დაარსების პირველივე დღიდან ჩართული არიან ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები. მრჩეველთა ჯგუფში ნორვეგიის, ლიეტუვას და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები შედიან. საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში JTEC-ში წარმოდგენილია აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის და არმიის კონტინგენტები, ისევე, როგორც სამოქალაქო ექსპერტთა ჯგუფი. დღეისათვის JTEC-ის შემადგენლობაში შედის ოთხი ცენტრი: საბრძოლო მომზადების ცენტრი, სამშვიდობო ოპერაციების წვრთნების ცენტრი, წვრთნების შეფასების ცენტრი და სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრი.
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)