|
2021-05-13 17:52:37, 649 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე: თავდაცვის ძალების სიძლიერისა და ბრძოლისუნარიანობისათვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიის განვითარება
თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის უწყების პრიორიტეტებზე საუბრისას, ყურადღება ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიის განვითარებასა და ჯარის ადგილობრივი პროდუქციით მომარაგებაზე გაამახვილა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის განვითრების მიზნით, უკვე დაწყებულია საკვანძო მნიშვნელობის პროექტები, რომელთა განხორციელებაც საქართველოში წარმოებული სამხედრო პროდუქციით მომარაგების პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ძლიერი და ბრძოლისუნარიანი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებისთვის კი, მინისტრის თქმით, ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიისთვის სათანადო ყურადღების დათმობა ძალიან მნიშვნელოვანია: „როგორც მოგეხსენებათ, 2020 წელს, თავდაცვის ძალებმა პირველად ისტორიაში „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე სხვადასხვა ჯავშანმანქანა მიიღო. „დელტაში„ ჯავშანმანქანების დამზადების გარდა, მუშაობა მიმდინარეობს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა 120მმ-იანი ნაღმმტყორცნის მოდულის, ჯავშანჟილეტებისა და ჯავშანჩაფხუტების, სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტყორცნების დამზადება და სხვა საცდელი პროექტები“. როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ადგილობრივად წარმოებული სამხედრო ინდუსტრიის ხარჯზე, საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებისა და კონკურენტული პოზიციის მოპოვებისთვისაც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)