23:05 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-03 14:13:34, 7045 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის უწყებაში ბინების დაკანონების საკითხზე კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის უწყების ბალანსზე არსებული ბინების დაკანონებასთან დაკავშირებით, სამინისტროში კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისია თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროექტის ეფექტიანი და სწრაფი წარმართვის მიზნით, სპეციალური ბრძანებით შეიქმნა.

კომისიის წევრებმა კომისიის თავმჯდომარეს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ჯუანშერ ბურჭულაძეს პროცესის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება. უწყებაში ამ ეტაპზე ბინების დაკანონებასთან დაკავშირებით 140 განცხადებაა შესული. კომისია განცხადებებსა და შესაბამის დოკუმენტაციას ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე განიხილავს, რის შემდეგაც მინისტრს რეკომენდაციებს წარუდგენს.

თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული 5000-მდე ბინის ფაქტობრივი მფლობელებისთვის დაკანონების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ თავდაცვის მინისტრის ინიციატივით17 ივლისს მიიღო.

ბინების დაკანონება, სამხედრო მოსამსახურეებს, ყოფილ სამხედროებს, სოციალურად დაუცველებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს შეეხებათ, რომლებიც წლებია თავდაცვის უწყების ბალანსზე არსებულ საცხოვრებელ ფართებში ცხოვრობენ და ბინების დაკანონენბას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ. სამინისტროს ბალანსზე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 5000-მდე არაპრივატიზებული ბინა ირიცხება; მათ შორის ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ხონში, სენაკში, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics