|
2020-09-02 13:34:08, 7765 ნახვა
სამხედრო
რეზერვის შესახებ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება
თბილისის, თელავის, ზუგდიდის, ოზურგეთისა და ბათუმის შემდეგ, საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები მცხეთას ესტუმრნენ. მათ მცხეთელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქტიური რეზერვის პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სამხედრო მოსამსახურეებმა პროგრამით დაინტერესებულ პირებს რეზერვის პირობები დეტალურად გააცნეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებისათვის მისი მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ. როგორც სხვა შეხვედრებისას, რეკრუტირების მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ online-რეგისტრაცია ეროვნული გვარდიის მობილურ მანქანაში გაევლოთ. ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები 18-50 წლამდე ასაკის მოქალაქეები. აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვისტთან გაფორმდება 5 წლიანი კონტრაქტი და მას შეუნარჩუნდება სამოქალაქო სამსახური. საბრძოლო მომზადება თითოეული წლის განმავლობაში შეადგენს არაუმეტეს 45 დღისა. რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარია. 18 დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტები, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გავლის შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. საბუთები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე ქ. თბილისში, ქ. თელავში, ქ. ბათუმში, და ქ. სენაკში. ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია მისამართზე onlinebct.mod.gov.ge.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)