21:22 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-26 13:59:06, 10355 ნახვა

სამხედრო
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის მეექვსე გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღესთან დაკავშირებით, უმაღლესი სასწავლებლის სამწყობრო მოედანზე კურსდამთავრებულებმა ოფიცრის ფიცი დადეს.

სასწავლო ბატალიონის საბაკალავრო კურსის 76 მსმენელს აკადემიის დასრულება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ- მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცეს.

იუნკერებს ლეიტენანტის წოდებასთან ერთად შესაბამის სპეციალობებში ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭათ. გამოშვების საზეიმო ცერემონიალზე ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს დიპლომები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ, წარჩინებულები კი, საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. ლეიტენანტები ოფიცრის ძირითად კურსებს სხვადასხვა სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის მიხედვით გაივლიან, რომლის დასრულებისთანავე საქართველოს თავდაცვის ძალებში უმცროსი ოფიცრის თანამდებობაზე განაწილდებიან. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროს თავდაცვის ძალებისა და ქვეყნის ერთგული და ღირსეული სამსახურისთვის უმაღლესი აკადემიური და სამხედრო განათლების, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალისა და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსის მომზადებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics