|
2020-07-24 11:46:57, 6133 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალებში საავიაციო პარკის სრული მოდერნიზება და განახლება დაიწყო
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაცხადებული პროექტი ავიაციის განვითარებასთან დაკავშირებით დაიწყო. მალე საქართველოს თავდაცვის ძალებს განახლებული და მოდერნიზებული საავიაციო პარკი ეყოლება. თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებულ საფრენ საშუალებებს - Su-25 ტიპის თვითმფრინავებსა და Mi-24 ტიპის მოიერიშე შვეულმფრენებს დემონტაჟი მარნეულის საავიაციო ბაზაზე ჩაუტარდა და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის უკვე საავიაციო ქარხანაშია გადატანილი. საავიაციო პარკის განახლების პროცესი შესაბამისი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პარალელურად, პროექტი პირადი შემადგენლობის მომზადებასა და გადამზადებას, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს. საფრენი საშუალებების განახლების პროცესში შესაბამისი დარგის სამხედრო და სამოქალაქო ქართველი სპეციალისტები ერთობლივად არიან ჩართული, რაც თავდაცვის მინისტრის მიერ გაცხადებულ ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარებას კიდევ უფრო უწყობს ხელს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)