01:59 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-10 21:32:56, 5013 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრომ მედია საშულაებებით გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ რომ შეიარაღებული ძალებისთვის პანდემის დროს არ იყო უსაფრთხოების ნორმები დაცული უწყება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს.

„სამწუხაროდ გრძელდება პოლიტიკურად მიკერძოებული ტელეკომპანიების დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მედია ეთიკის დარღვევით, გამოთქვამენ დაუსაბუთებელ ეჭვებს. ამ შემთხვევაში ტვ პირველის მიერ გავრცელებული სიუჟეტი კითხვის ქვეშ აყენებს კორონაპანდემიის პირობებში, ქართველი ჯარისკაცების უსაფრთხოებისათვის, თავდაცვის სამინისტროს მიერ ეთილის სპირტის შეძენის მიზანშეწონილებასა და კეთილსინდისიერებას. გვინდა საზოგდოებისთვის განვმარტოთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ მართლაც შეიძინა ეთილის სპირტი, როგორც საპრევენციო საშუალება ჩვენი სამხედროების კოვიდსაფრთხისაგან დაცვის მიზნით. ეს შესყიდვა განხორციელდა ბაზარზე არსებული ფასებიდან ყველაზე დაბალ ფასად. კერძოდ, ერთი ლიტრი 96,4%-იანი ეთილის სპირტის ღირებულება ტრანსპორტირებითა და მოწოდებით შეადგენდა 3 ლარს. რაც შეეხება აპელირებას იმაზე, თუ როგორ განხორციელდა კომპანიის შერჩევა, მოგახსენებთ, რომ პანდემიის პირობებში თავდაცვის სამინისტრომ შეთავაზება მიიღო ბაზარზე არსებული არაერთი კომპანიისაგან და მათგან აარჩია ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, რაც გამოიხატება შეძენილი სპირტის ყველაზე დაბალ ღირებულებაში. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ამ დეზინფორმაციული და ცილისმწამებლური სიუჟეტების გავრცელების აშკარა მიზანია ჩრდილი მიაყენონ თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებს, როგორც ქვეყანაში ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე საჯარო ინსტიტუტს და ასევე შექმნან ნეგატიური ფონი მინისტრის მნიშვნელოვანი საპარლამენტო გამოსვლის წინ.“ - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics