10:48 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-04 10:17:26, 6329 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ძნელაძე: საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებას თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მყისიერი რეაგირება მოყვა

„თავდაცვის ძალები თავისი ქვედანაყოფებით აქტიურად არის ჩართული ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების მხარდამჭერ ღონისძიებებში“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიგადის გენერალმა ირაკლი ძნელაძემ ტელეკომპანია POST-TV -ის ეთერში, გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ საუბრისას განაცხადა.

ბრიგადის გენერალმა ირაკლი ძნელაძემ საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებულ ვითარებაზე და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებას თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მყისიერი რეაგირება და მკაცრი ღონისძიებები მოყვა.

„პირველი შეზღუდვა შეეხო მოგზაურობას - იტალია, გერმანია, საფრანგეთი, აზიის ქვეყნები, ამ ქვეყნებში მოგზაურებთან თუ ვინმეს ჰქონდა კონტაქტი, აეკრძალათ სამსახურში მოსვლა და დაევალათ მოეხსენებინათ უშუალო ხელმძღვანელისთვის, რათა შემდეგ ეტაპზე მომხდარიყო მათი სამედიცინო გამოკვლევა უკვე ადგილზე, იზოლაციაში. ამან გარკვეულწილად იმუშავა პირველ ეტაპზე, რათა არ მომხდარიყო ვირუსის შემოღწევა. შემდეგ ეტაპზე გამკაცრდა შემსვლელ - გამომსვლელთა დაშვების რეჟიმი. ყოველდღიურად ხდება ტემპერატურის გაზომვა, სიმპტომების შემოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება დაშვება ტერიტორიაზე. ასევე აკრძალულია ვიზიტორებისა და მნახველების დაშვება. ჯარი გადასულია ყაზარმულ მდგომარეობაზე, რითაც მინიმუმამდეა დაყვანილი კონტაქტი“, - აღნიშნა გენერალმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics