00:32 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-17 18:51:15, 11828 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ-ში კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ვითარების გამო, ქართული საკვირაო სკოლა დაიხურა

აშშ-ში კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ვითარების გამო, ი. ჭავჭავაძის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა დაიხურა. ამის შესახებ გადაწყეტილება საკვირაო სკოლის ხელმძღვანელმა მარიტა დამენიამ მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

მარიტა დამენია „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, იძულებული გახდა სკოლა დაეხურა და მუშაობა შეეჩერებინა. მისივე თქმით, სკოლის უფროსკლასელები სწავლის ონლაინ პრინციპზე გადავიდნენ.

დამენია აღნიშნავს, რომ თუ შეზღუდვები დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება და ხელშეწყობა არ იქნება, გამორიცხული არაა სკოლა საერთოდ დაიხუროს.

 

 

ფოტო: "ამერიკის ხმა"





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics