2019-05-19 21:20:07, 1309 ნახვა
ევროპის ამბები
იონათამიშვილი: შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი წარმატებით ჩააბარა
"უკვე შეგვიძლია დამაჯერებლად ვთქვათ, რომ საქართველომ დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი წარმატებით ჩააბარა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის მანძილზე ოპონენტების მხრიდან იყო მცდელობები გარკვეული დისონანსი შეეტანათ საარჩევნო პროცესებში, საქართველოში შეიძლება ითქვას რომ არჩევნები სტაბილურად და მშვიდად ჩატარდა. თითოეულ ამომრჩეველს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მშვიდ ვითარებაში დაეფიქსირებინა საკუთარი არჩევანი".
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,