2022-03-21 22:34:01, 2169 ნახვა
Lifestyle
მომღერალი ვერა ბრეჟნევა პოლონეთში მოხალისედ მუშაობს
მომღერალმა ვერა ბრეჟნევამ რუსეთი დატოვა და ამჟამად პოლონეთში მოხალისედ მუშაობს
პოპულარული ჯგუფის "ვიაგრას" ყოფილმა წევრმა გამოაქვეყნა რამდენიმე ამბავი ლუბლინის საწყობიდან, სადაც უკრაინელებს ჰუმანიტარული დახმარება ურიგებენ.
„ხვალ დილით ისევ ჩვენს ხალხთან ახლოს ვარ. ამჯერად ჩემს ქალიშვილს თან წავიყვან. ასე რომ შემოგვიერთდით თქვენს ქალაქებში. ლუბლინი კი დახმარებას განსაკუთრებულად ელოდება“, - წერს იგი.
ვერა ბრეჟნევა დაიბადა უკრაინაში, დნეპროპეტროვსკში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,