14:28 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-12 14:03:27, 5068 ნახვა

High - Tech
Samsung-მა 2 დრეკადი სმარტფონი წარადგინა

კორეულმა კომპანია "სამსუნგმა" უკვე ტრადიციად ქცეული საზაფხულო ღონისძიება Galaxy Unpacked ჩაატარა, სადაც 2021 წლის ინოვაციები-Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3 გვაჩვენა.
წინასწარ უნდა აღინიშვნოს, რომ ეს ორი ახალი მოწყობილობა გასული წლის მოდელებისგან კარდინალურად არ განსხვავდება, მაგრამ... 
დეტალებს ყურადღებას თუ არ მივაქცევთ, ეს იგივე Fold და Flip-ებია, რაც შარშან, მარგამ ცოტა უფრო "დახვეწილი". მაგალითად Galaxy Z Fold3-ს სპეციალური S Pen-ის მხარდაჭერა, შიდა ეკრანის ქვეშ მოთავსებული "უხილავი" კამერა, გაუმჯობესებული მონაცემები და შეცვლილი ძირითადი კამერების მოდული აქვს,  ხოლო Z Flip3-ში უფრო დახვეწილ და სიმეტრიულ კორპუსს, გარე ეკრანის გაზრდას და მონაცემების ცოტაოდენ გაუმჯობესებას შევნიშნავთ.


"სამსუნგის" ამ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მონაპოვარი ეკრანქვეშა "უხილავი" სელფის კამერა გახდა, რომელიც არც თუ ისე უხილავია და ზოგადად ცნობილია, რომ ეს ტექნოლოგია დახვეწას საჭიროებს.
ორივე სმარტფონი წყალგამძლეა, მათ IPX8 დაცვის სერტიფიკატი გააჩნიათ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მოწყობილობებს მტვრისაც არ "ეშინიათ".
"სამსუნგი" ამტკიცებს, რომ ორივე სმარტფონში ახალი, უფრო გამძლე ალუმინის ჩარჩო და არადეგრადირებადი ეკრანის საფარი გამოიყენეს.
ცნობილია ევროპის ფასებიც, Samsung Galaxy Z Fold3-ს საწყისი ფასი €1799, ხოლო Galaxy Z Flip3-€1049 იქნება.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics