23:36 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-27 14:24:39, 837 ნახვა

კომენტარი
პაატა ზაქარეიშვილი: ვიდრე ეს დღე გვახსოვს, გვაქვს განცდა, რომ სოხუმში დავბრუნდებით

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სოხუმის დაცემის დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მან გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. 

„მინდა, პატივი მივაგო სოხუმის აღების და საერთოდ, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მეომრების ხსოვნას. მე იქ ვიყავი და ვხედავდი, როგორ წირავდნენ თავს ახალგაზრდები და ეს ძალიან ტრაგიკული დღეა. ვიხსენებთ ჩვენს გმირებს და მსურს, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. საქართველოს ხელისუფლება ამ დღეს არასოდეს დაივიწყებს. ვიდრე ჩვენ ეს დღე გვახსოვს, გვაქვს განცდა და განწყობა, რომ დავბრუნდებით სოხუმში და აფხაზები და ქართველები ერთად იცხოვრებენ ღირსეულად. დღეს ასევე, არის ჯვართამაღლება და ეს დღესასწაული გვაძლევს იმედს, რომ ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც აფხაზი და ქართველი ხალხების ინტერესებს შეესაბამება“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა ასევე დაათვალიერა ფოტოგამოფენა „გზები და ხიდები გვაერთიანებს“, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ეროვნული არქივის ორგანიზებით პარლამეტნის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. წარმოდგენილ 50 ფოტოზე ასახულია აფხაზეთში მე-19-20 საუკუნის განმავლობაში ქართველი და აფხაზი სპეციალისტების მიერ ერთობლივად აშენებული გზები და ხიდები. 

„ამ ფოტოებზე ჩანს, რამდენი რამე შექმნეს ერთად ქართველებმა და აფხაზებმა. ეს კიდევ უფრო თვალნათლივ ჩანს დღევანდელი გადასახედიდან -  როცა დანარჩენ საქართველოში შენდება ხიდები, გზები, ქალაქები, მივდივართ ევროპისკენ, აფხაზეთი დანგრეულია და იქ პრაქტიკულად  მასშტაბური არაფერი შენდება. ეს გამოფენა არის მშვენიერი მაგალითია იმისა, თუ რამდენის რამის მიღწევა შეიძლება ერთიანი ძალისხმევით“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.  

ღონისძიებებში, ასევე, მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics