03:05 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-08 17:33:59, 706 ნახვა

სამხედრო
ავღანეთში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მღვდელთმსახურება 43-ე ბატალიონის მოძღვარმა, მამა გაბრიელ ბარბაქაძემ ბაზაზე არსებულ ქართულ სამლოცველოში აღავლინა. დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი კოალიციურ ძალებთან ერთად "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობს. ქართული ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics