02:12 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-20 13:16:30, 5022 ნახვა

ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე - შესაძლოა, ბაზარზე გაჩნდეს კორონავირუსის ფეიკტესტები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ბაზარზე შესაძლოა კორონავირუსის ფეიკტესტები გაჩნდეს.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, ის გაეცნო რამდენო რამდენიმე მწარმოებლის ტესტებს, თუმცა ისინი ელემენტარულ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებენ.

პაატა იმნაძე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია მზად არის მთავრობას სწრაფი ტესტების შემოტანაში დაეხმაროს.

"ჩვენ ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით ყველასი, ვინც კერძო სექტორში შეძლებს, შემოიტანს ტესტებს, რომლებიც ვალიდური იქნება, რადგან სამწუხაროდ, მე პირადად გავეცნი, 15-16 მწარმოებლის ტესტებს, რომლებიც არავითარ შემთხვევაში, მათი უმრავლესობა არ აკმაყოფილებს ელემენტარულ სტანდარტებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ტესტები, მაგრამ ქალბატონმა მინისტრმა მოგახსენათ, მოლაპარაკებები მიდის სამთავრობო დონეზე, რაც გარანტიას იძლევა, როცა ქვეყანა გაძლევს რაღაც ტესტს, ამას სხვა გარანტია აქვს, მაგრამ როცა ბაზარზე მოიპოვებ რაღაც ტესტს, მას ძალიან მაღალი რანგის შესწავლა სჭირდება. უკვე არის მსოფლიოში გამოცდილება, როცა ასეთი ფეიკტესტები ვრცელდება, აღმოსავლეთის ბევრი ქვეყანა ამით გამოირჩევა, უცებ მოერგებიან ბაზრის საჭიროებებს. შესაძლოა, ბაზარზე გაჩნდეს ძალიან ბევრი უხარისხო ფეიკტესტი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics