|
2015-08-05 14:01:07, 748 ნახვა
ეკონომიკა
„ვისოლ ჯგუფი“ „დანკინ დონატსის“ რესტორანს მარჯანიშვილის მოედანზეც ხსნის
„ვისოლ ჯგუფი“ თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე ხვალ, 6 აგვისტოს 12:00 საათზე „დანკინ დონატსის“ ახალ რესტორანს ხსნის. მარჯანიშვილის მოედანზე „დანკინ დონატსის“ ახალგახსნილ რესტორანში მოსულ სტუმრებს 25 სახეობის უგემრიელესი დონატის მირთმევა სპეციალურ ფასად - 1.60 ლარად შეეძლება. 6 ცალის შეძენის შემთხვევაში დონატების ფასი 1,50 ლარი იქნება, ხოლო 12 და მეტის შეძენის შემთხვევაში 1,40 ლარი. „ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და დღესდღეობით უკვე 10 რესტორანია თბილისსა და რეგიონებში ყველასათვის საყვარელი თავშეყრის ადგილი. 2015 წლის ბოლომდე „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში 15 „დანკინ დონატსის“ რესტორანს გახსნის და კიდევ 500-მდე ადამიანს დაასაქმებს. „დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში. „დანკინ დონატსი“ მსოფლიოს 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი. „დანკინ დონატსის“ რესტორნებში მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს უგემრიელესი სენდვიჩების დიდი ასორტიმენტი, ფუნთუშეული, ცივი და ცხელი სასმელები, უმაღლესი ხარისხის ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაი და ჩოოლატტა®-ს პროდუქტები, მაფინები და კრუასანების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა კერძები და მრავალფეროვანი დონატები.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)