04:29 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 18:41:53, 655 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა მათ ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, მიმდინარე წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების შედეგებისა და იანვარ-ივნისში მიღწეული ეკონომიკური ზრდის პარამეტრებზე მიაწოდა ინფორმაცია.

საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივას, კერძოდ, სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების ემისიის საკითებს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს მხრიდან აღინიშნა, სახელმწიფოსთვის გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება და ამ მიმართულებით ბანკების აქტიური ჩართულობა.

მიღწეული შეთანხმებით, ფინანსთა სამინისტროსა და კომერციულ ბანკებს შორის აღნიშნულ საკითხზე გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს ბანკების ასოციაციის თავმჯდომარე დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics