05:59 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 18:22:34, 664 ნახვა

ეკონომიკა
თბილისიდან ერევნისა და ოდესას მიმართულებით რეისების რაოდენობა გაიზრდება

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან ერევნისა და ოდესის მიმართულებით ფრენის სიხშირეებს ზრდის.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ავიაკომპანია, ერევნის მიმართულებით, 2015 წლის 1 აგვისტოდან სეზონის ბოლომდე, ფრენებს შეასრულებს კვირაში 8 სიხშირით, 4 სიხშირის ნაცვლად, ხოლო ოდესის მიმართულებით კი 2015 წლის 8 აგვისტოდან ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით, ნაცვლად 1 სიხშირისა.

ამასთან, ავიაკომპანია 2015 წლის 8 აგვისტოდან ყოველკვირეული რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს თბილისიდან ბაღდადის მიმართულებით.

„სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ მხრიდან შესაბამისი ნებართვები უკვე გაიცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics